Wednesday, October 6, 2021

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია


ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვისა“ „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს საქველმომედო პროექტს.

 

პროექტის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს. 

  • ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.









კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის. 


მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე. 


ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი. მომსახურების განრიგი რეგიონების მიხედვით და კლინიკების ჩამონათვალი კი ასეთია: 


N

ქალაქი

თარიღი

ლოკაცია

სამუშაო გრაფიკი

1

მესტია

8-10 ოქტომბერი

შპს "მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება"-დაბა მესტია, ქუჩა გაბლიანი

09:30-19:30

2

ბორჯომი

11-12 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ. ბორჯომი, სააკაძის ქ. 3

09:30-19:30

3

ამბროლაური

13-14 ოქტომბერი

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ -ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. N11

12:00-19:30/09:30-20:00

4

ონი

15-16 ოქტომბერი

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ -ქ. ონი, ვახტანგ მე-6 ქ. 10

09:30-20:00

5

გარდაბანი

18-19 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს გარდაბანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ, გარდაბანი, ლესელიძის ქ. 1

09:30-19:30

6

ოზურგუთი

20-21 ოქტომბერი

შპს მედალფა-ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. 3

12:00-19:30/09:30-20:00

7

ქობულეთი

22-23 ოქტომბერი

ბომონდი ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო-ქობულეთი, 26 მაისის ქ. N2

09:30-19:30

8

ჭიათურა

25-26 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ. ჭიათურა, ჭანტურიას ქ. 20

09:30-19:30

9

ზესტაფონი

27-28 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი-ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. 85

09:30-19:30

10

თელავი

30-31 ოქტომბერი

შპს ნოვომედი-ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზ. 51

11:00-19:30/09:00-20:00

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...