Thursday, September 29, 2022

მე თიხას სული ჩავბერე და გავაცოცხლე ...


    ნინო სიდამონიძე - კერამიკოსი ქალი თელავიდან  დაიბადა .თელავში. დაამთავრა მე- 4 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. მშობლიურ ქალაქთან განშორება დიდხანს ვერ შეძლო და ახლა მუშაობს . თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. დაკავებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებს დრო ხელოვნებას დაუთმოს რადგან მიაჩნია, რომ ხელოვნება ადამიანისთვის სამყაროს აღქმის საშუალებაა. თავდაპირველად ხატავდა, შემდეგ დაინტერესდა დიზაინით. ამჟამად ცდილობს ძალები ქართულ კერამიკაში მოსინჯოს, სხვადასხვა სახის ნაკეთობების შესაქმნელად.

,,ყველა ნივთს დიდი სიყვარულით ვქმნი. გულით მინდა რომ ჩემმა შექმნილმა ნივთებმა მომხმარებლის გულები მოიგოს. თვითონ მოვიპოვებ თიხას,ვამუშავებ და ვამზადებ ქართული თიხისაგან სამკაულებს და არა მარტო სამკაულებს. თიხისაგან ვქმნი ნივთებს სადაც ჩემი შინაგანი ბუნებაა გადმოცემული. მან სულიერი სამყაროს გასაღები მაპოვნინა" 





Wednesday, September 7, 2022

ცისია ჩხუბიანიშვილი

ცისია ჩხუბიანიშვილი დაიბადა 1936 წლის 1 დეკემბერს ქ. თელავში  ძირძველ ქართულ ოჯახში. განთქმული იყო მათი ზვრები ქვევრ-მარანი და რთველი რუისპირში, რაც აღბეჭდილია ვასილ როინიშვილის სურათში ,,ჩხუბიაანთ რთველი". დღესაც ეს ადგილი ჩხუბიაანთ უბნად არის ცნობილი, სადაც შემორჩენილია ,,ჩხუბიაანთ ეკლესია."  1954 წელს დაამთავრა თელავის ქალთა პირველი საშუალო სკოლა და ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა.

1954-1959 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის სპეციალობაზე. მონაწილეობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში.

1959 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა მავნე მწერებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის, დეკორატიული მცენარეების დაცვას გარემოსათვის უსაფრთხო მიკრობიოლოგიური საშუალებებით. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მწერების ვირუსულ პათოლოგიაში.  ცისია ჩხუბიანიშვილის მიერ პირველად საქართველოსათვისსასარგებლო ვირუსებისძიება აღნიშნულია . გერშენზონის მონოგრაფიაში —„Тропой Генетики“,1992.

1968-1969 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ენტომოლოგიის ინსტიტუტში (პრაღა) მწერების პათოლოგიასა და მცენარეთა მიკრობიოლოგიურ დაცვაში, სადაც სახელგანთქმულ მეცნიერ, პროფესორ იაროსლავ ვაიზერთან ერთად გამოქვეყნებულმა შრომებმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ცისია ჩხუბიანიშვილის მიერ გამოვლენილი და აღწერილი მეცნიერებისათვის ახალი ვირუსების სახეობები შეტანილია კატალოგში — В. В. Гулий „Микроорганизмы полезные для виометода“, Издательство „Наука“, 1981.

1973 წელს, როგორც სსრკ სასოფლო-სამეურნეო დელეგაციის წევრი მივლინებული იყო იაპონიაში, საიდანაც მის მიერ ინტროდუცირებული ვირუსების ახალი სახეობები საბჭოთა კავშირის მთელი რიგი სამეცნიერო ცენტრების კვლევის საგანი გახდა.

1988 წელს ცისია ჩხუბიანიშვილმა . შმალგაუზენის სახელობის უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. იგი მონაწილეობდა საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და უცხოეთის ქვეყნებში (რუსეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბულგარეთი, დანია, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, ჩინეთი, იაპონია, აშშ) გამართულ კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის . ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ბიოლოგიური კონტროლის განყოფილებას. მისი საშუალებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით, საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო ურთიერ
თობას
ისრაელსა და საქართველოს შორის.

2011 წელს მიიღო ,,100 საუკეთესო პედაგოგის“ ტიტული, ხოლო 2014 წელს გახდა თელავის საპატიო მოქალაქე.

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...