Thursday, March 18, 2021

ლელა ჯავახიშვილი - წარმატებული მოჭადრაკე და თელავის საპატიო მოქალაქე

 

ლელა ჯავახიშვილი დაიბადა  1984 წლის  23 მარტს ქალაქ თელავში.

ლელა ტიტულოვანი დიდოსტატია, მედლები მრავლად აქვს მოხვეჭილი როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ისე 18-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე თანატოლთა შორის.

ლელა ჯავახიშვილი:  ,,ჭადრაკში მეცადინეობა ექვსი წლისამ დავიწყე გოგი ელიოზიშვილთან,  10 წლისა პირველად ჩამოვედი თბილისში საქართველოს პირველობაზე საასპარეზოდ და 64-უჯრიან დაფას დღემდე შემოვრჩი. კარგი მწვრთნელები მყავდა. ალბათ, ამიტომაც ქალთა ეროვნული ჩემპიონატი პირველად 2001-ში 16 წლისამ მოვიგე"- (წყარო sportall.ge)

2003 წელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატ ქალთა შორის, ხოლო 2004 წელს კი საერთაშორისო დიდოსტატ ვაჟთა შორის

2006 წელს გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, 2011 წელს კი ევროპის გუნდური პირველობისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი.

2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი და 2010 წლის კი ბრინჯაოს პრიზიორი.  ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი 2003-2004-2005 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 2002-2009 წელს

მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი;

მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;

მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011, პორტო-კარასი, საბერძნეთი;

მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი;

მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი, ისლანდია;

პირველი ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი;

მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი;

მესამე ადგილი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;

2015 წელს მიენიჭა თელავის საპატიო მოქალაქის წოდება და ამავე წლიდან  ტარდება “ლელა ჯავახიშვილის და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი“.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინაჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებთან ერთად

2019  წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი

 

Wednesday, March 10, 2021

მაია ციპლუგინა სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი

 

მაია ციპლუგინა სარეაბილიტაციო ცენტრის  ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“  ხელმძღვანელი


2007 წელს საქართველოში დაიწყო რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში.ჩამოყალიბდა მეურვეობა/მზრუნველობის დეპარტამენტი.  გაიარა   ხანგრძლივი გადამზადება და იყო პირველი სოციალური მუშაკი.  

დაიწყო ბავშვთა სახლების დეინტიტუციონალიზაციაგანახორციელა პროექტი  სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან    წამოიყვანა 25 ვაჟი და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა დაბა ახალდაბაში  ოჯახებში, სადაც შეასწავლიდნენ მიმღები მშობლები ავეჯის დამზადებას.  პროექტმა ძალიან წარმატებით იმუშავა, დღეს თითქმის ყველა მათგანი ვინც გავიდა სახელმწიფო მზრუნველობიდან მუშაობენ  უკვე თავიანთ რაიონებში ავეჯის დამზადებაზე.

ასევე ჩატარებული აქვს ორი კვლევა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონე (რაოდენობრივი კვლევა). მეორე - პედაგოგების, პოლიციელების და მანდატურების შეხედულება ძალადობის შესახებ  ბორჯომის მუნიციპალიტეტში  (თვისობრივი კვლევა).  განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობდა და  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში  განახორციელე ორწლიანი  პროექტი  პროფესიული ორიენტაცია და  კარიერ დაგეგმვა. საოცარი ინტერესი გამოიჩინეს ბავშვებმა, როგორც ქალაქის ასევე სოფლში მცხოვრებმა მოსწავლეებმა.

2017 წელს ჩამოაყალიბა ()იპ  ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა. ორგანიზაციაში დასაქმებულია 13 გადამზადებული  ბავშვის განვითარების სპეციალისტი.  ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი, რეაბილიტოლოგი, სოციალური მუშაკი, მასაჟსტი, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს.  ორგანიზაციის მომავალი განვითარებისათვის ბევრი გეგმები აქვს. ყველა ახალ საქმეს იწყებ კვლევით  და მხოლოდ ამის შემდეგ იკვეთება  სერვისის საჭიროება.

    პანდემიის პერიოდში სარეაბილიტაციო ცენტრს ,,ხედვა ზრუნვა მხარდაჭერაარ შეუწყვეტია ფუნქციონირება. ჰიბრიდული მეთოდით, როგორც კონტაქტურად ასევე დისტანციურად  ვემსახურებით ბავშვებს

,,გამოწვევები და საჭიროებები წინ ბევრია, მთავარია შევძლოთ და გვქონდეს საკმარისი განათლება და კვალიფიკაცია რომ ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე - ამბობს ქალბატონი მაია.

Tuesday, March 9, 2021

ლალი სამსონიძე- მელიქიძე

 


ლალი‌ ‌სამსონიძე-მელიქიძე‌ ‌შპს‌ ‌„ეს‌ ‌ელ‌ ‌კომპანი“‌ ‌დამფუძნებელი‌ ‌და‌ ‌ აღმასრულებელი დირექტორი. 

‌ დავიბადე 1975 წელს ქალაქ ახალციხეში, სადაც გავიზარდე ‌ დავამთავრე ახალციხის პირველი საშუალო სკოლა და ამ ქალაქშივე ‌ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში ‌ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

გავიზარდე ოჯახში სადაც არცერთი წევრი ‌საქმეს არასდროს არიდებდა თავს და შრომისმოყვარეობა ალბათ ‌ბავშვობიდანვე ამიტომ მომყვება, მოზარდობის‌ ‌ასაკში ყოველთვის ‌მინდოდა ჩემი ფული მქონოდა და საკუთარ კაფეზეც ვოცნებობდი. ჩემი ‌პირველი ნაბიჯები ბიზნესში ალბათ ჯერ კიდევ 1999-2000 წელს ‌უკავშირდება როდესაც პირველად გამოვაცხვე ეკლერი და ჩემი მეუღლის‌ ‌მშობლების მაღაზიაში ჩავაბარე გასაყიდად, საღამოს კი მეუღლის მამამ ‌გაყიდული ეკლერების თანხა მომცა და პირველად ვიგრძენი ‌ცხოვრებაში, რომ შემეძლო ჩემი ნახელავით დიდი მიზნების მიღწევა. ‌ეკლერების ცხობას თანდათან ვუმატებდი და საკუთარი ფულის ‌ოდენობაც იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით გავიგე რომ ამ ეკლერებს ‌სწორედაც რომ ჩემი მამამთილი ყიდულობდა და ბავშვებს ურიგებდა, ‌მიუხედავად ამისა საქმიანობის მიმართ იმხელა სტიმული გამიჩნდა, რომ ‌მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, მაღაზიას სათავეში ჩავუდექი, ‌2001‌ ‌წელს გავხდი ინდ.მეწარმე და პატარა მაღაზია ოჯახის მთავარი ‌შემოსავლის წყარო გავხადე, წლების შემდეგ ეს მაღაზია დაიხურა ‌ვფიქრობდი რომ წარმოება მეტად უფრო საინტერესო პროცესი იყო ‌ვიდრე მზა სურსათის გაყიდვა და შესაბამისად ბავშვობის ოცნებაც ‌ავიხდინე 2008 წელს იჯარით ავიღე ფართი სადაც ჩემი პირველი კაფე ‌და დღევანდელი დიდი‌ ‌საქმის პატარა საძირკველი შეიქმნა, იქიდან ‌გამომდინარე რომ ცხოვრებაში იდეალისტი და მაქსიმალისტი ვარ, ‌ყველანაირად ვცდილობდი ჩემს კაფეში უმაღლესი სტანდარტი და ‌უგემრიელესი კერძები ყოფილიყო, შედეგად სახელი მალევე გავითქვით ‌და პიცის საჭმელად მთელი ქალაქი ჩვენი სტუმარი გახდა, კაფესთან ‌


ერთად არ მავიწყდებოდა ჩემი გამომცხვარი პირველი ეკლერები და ‌ვფიქრობდი რომ საკონდიტრო ხაზის შექმნა არ უნდა ყოფილიყო ურიგო, ‌2013‌ ‌წლის 18 თებერვალს კვლავაც იჯარით აღებულ 10-12 ‌კვადრატული მეტრის ზომის კომერციულ ფართში, ჩემ კაფეში ‌დამზადებული ნამცხვრების გაყიდვა დავიწყე, ნამცხვრებმა მალევე ‌მოიპოვა პოპულარობა რადგან იმ დროისთვის‌ ‌ლოკალურ ბაზარზე ‌მხოლოდ სახლში დამზადებული ტკბილეული არსებობდა, ნამცხვრის ‌ბიზნესმა მალევე მიმახვედრა გაფართოების საჭიროებაში და 2015 წელს ‌200‌ ‌კვადრატული მეტრის ოდენობის კომერციული ფართი შევიძინე ‌სადაც დავაარსე პირველი ნამცხვრის სახლი და მუშაობას შევუდექი, ‌კომპანიის სლოგანად ‌„ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და კმაყოფილი ‌მომხმარებელია“‌ ავირჩიე და მიზნად პირველობა დავისახე, ვცდილობ ‌ნამცხვრისა და პიცის სახლი იყოს ის ადგილი სადაც ხარისხი ფასზე ‌მაღალია. ‌

ამჟამად კომპანია მოიცავს 450კვ.მტ კომერციულ ფართს სრულად ‌თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული უახლესი სამზარეულო და ‌საკონდიტრო ტექნოლოგიებით, სადაც დასაქმებულია 55 ქალბატონი. ‌საქმეს ოჯახური ბიზნესის სახე აქვს სადაც ჩემი მეუღლე განკარგავს ‌ლოჯისტიკურ საქმიანობას, ჩემი შვილები კი შესაბამისად დასაქმებული ‌არიან მარკეტინგის და ფინანსების სფეროში. კომპანია აქტუალურადაა ‌ჩართული ქველმოქმედებაში და ფონდის ‌„‌ ერთად შევძლებთ“‌ აქტიური ‌წევრი და კონტრიბუტორია. შუამავალი კომპანიების დახმარებით ‌აქტიურად ვესწრებით გამოფენებს ევროპასა და თურქეთში, ‌ყოველწლიურად ვიღებთ მასტერკლასებს ავსტრიაში, არაერთხელ ‌მოვიწვიეთ იტალიელი შეფ-კონდიტერები უშუალოდ საწარმოში ‌მასტერკლასების ჩასატარებლად. ჩვენი პროდუქტი სრულიად ევროპულ ‌ნედლეულზე მზადდება და გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს. ‌


კომპანიის სამომავლო გეგმებში მოვიაზრებ საკონდიტრო ქარხნის ‌მშენებლობას სადაც მინიმუმ 90 თანამშრომელს დავასაქმებთ და 10 ‌წლის მანძილზე ვფიქრობ მოხუცთა თავშესაფარის დაარსებას ‌ახალციხეში რომელიც მთლიანად დაფინანსდება ჩემი კომპანიის ‌დახმარებით. ვფიქრობ ცხოვრებაში მიუღწევადი არაფერი არ არსებობს, ‌მთავარია არსებობდეს მიზანი, არსებობდეს მონდომება, სწრაფვა და ‌სამოქმედო გეგმა რის მიხედვითაც ოცნებების რეალობად ქცევა არცთუ ‌ისე შეუძლებელია. ‌

2018‌ ‌წლიდან გავხდი მეწარმე ქალთა საბჭოს წევრი, რომელიც დააფუძნა ‌ქალბატონმა ნათია მეფარიშვილმა. საბჭოს წევრობა ჩემთვის დიდი ‌პატივია.‌

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...