Monday, October 24, 2022

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა  და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე.

1958 წლის ნოემბრიდან მუშაობდა გამომცემლობა ,,ნაკადულში“ რედაქტორად. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. გამომცემლობაში მუშაობის პერიოდშივე თარგმნა კონსტანტინე პაუსტოვსკის რამოდენიმე ნაწარმოები. 1967 წელს გამოიცა ბორის კოსტიუკოვსკის ,,მოგზაურობა მზისკენ“.

1981 წელს ეთერ ჯიშკარიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს ჟურნალისთა კავშირში კონსულტანტად. უნივერსიტეტის დამთავრების პერიოდიდან გამოქვეყნებული აქვს უამრავი სტატია სხვადასხვა ჟურნა-გაზეთებში.

   ,,არასოდეს მიფიქრია ჩემი თავის წარმოჩენაზე, არც ჩემს ცხოვრებაზე მილაპარაკია, მეგობრებმაც კი არ იციან ბევრი რამ, ფოტოც არ გადამიღია სპეციალურად, სადმე გამოსაქვეყნებლად. . . „

მან შეძლო  და 20 წლის წინ ისეთი ჯილდო დაუწესა ჟურნალისტებს, რაც დღემდე საოცნებო გახლავთ და სიამაყით ავსებს თითოეულ დაჯილდოებულს.  2002 წელს დააარსა ჟურნალისტთა საერთაშორისო  ჯილდო ,,ოქროს ფრთა“.

,,ოქროს ფრთის სახით თქვენ ისეთი ნერგი ახარეთ, რომელიც სულ უფრო გაძლიერდება და დღეგრძელ  სიცოცხლეს დაიმკვიდრებს ... " 

                                                                                                              კახი კავსაძე  
                                                                                                                                                  საქ. დამსახურებული მსახიობი
                                                                                                                                                          ,,ოქროს ფრთის ლაურეატი"

2007 წელს დაარსდა  გაზეთი ,,ლამპარი“, რომელიც სამი წლის მანძილზე, თვეში ერთხელ გამოდიოდა და ვრცელდებოდა საზღვარგარეთ ქართულ სათვისტომოებში.

                                                                                     ,,ვითარ რწმენა,
         მზის სხივებით მოწნული,
        დღეს, ,,ლამპარი"
        გახლავთ
        კეთილმორწმუნის. 
                                                                                                       
                                   ჯ. ჩარკვიანი                                 

  ეთერ ჯიშკარიანის თაოსნობით გამოიცა ,,ოქროს ფრთის“ ლაურეატების ხუთტომეული და ცალკე პერსონებზე 25 დასახელების წიგნი.

2008 წელს დააარსა  მხატვარ ზურაბ წერეთელის სახელობის პრემია.

     

 

No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...