Friday, August 19, 2022

დარეჯან ჭანკოტაძე

 

დარეჯან ჭანკოტაძე -   ლიტერატორი (პედაგოგი). მრავალი ლექსის, პიესის, სცენარისა და ნარკვევის ავტორი,  2016 წელს  ქ. თელავის საპატიო მოქალაქე  .  

დაიბადა 1938 წლის 30 ოქტომბერს ქ. თელავში. 1967 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. 

წლების განმავლობაში მუშაობდა  თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და თელავის რაიონის კულტურის სახლის დირექტორად.

1989 წელს სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა აირჩია თელავის N1 საშუალო სკოლის დირექტორად. 15 წელი  მუხლჩაუხრელად ემსახურა  სკოლას.  მისი დირექტორობის პერიოდში სკოლამ მიიღო იუნესკოს ასოცირებული წევრის   საუნივერსიტეტო სკოლის სტატუსი. სკოლამ დაიკავს საქართველოს სკოლების ათეულში მეექვსე ადგილი; მიენიჭა მეფე ერეკლეს სახელი, გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის კლასი და საბავშვო თეატრი. 

დ. ჭანკოტაძის დირექტორობის პერიოდში გაცვლითი სასწავლოს პროგრამით წელიწადში ერთხელ სკოლის 2-3 მოსწავლე  იგზავნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.  დარეჯან ჭანკოტაძემ სკოლას მიუძღვნა წიგნი ,,ერის საგანძური“. 

 თელავზე უზომოდ შეყვარებულმა ძმასთან ერთად დაწერა  წიგნი ,,ნოსტალგია“.  წიგნში მოცემულია დარეჯან ჭანკოტაძის ლექსები და ვახტანგ ჭანკოტაძის მოთხრობები.

იგი ეძღვნება კახეთს, ქალაქ თელავს და თელაველებს, თუმცა მხატვრული ღირებულებებით საინტერესო და მიმზიდველი იქნება სრულიად საქართველოს წიგნის მოყვარულთათვის.

 

მეფის ქალაქი

გომბორის ქედზე  მკვიდრად შეფენილს,
მზის სხივი ადგას ერეკლეს ქალაქს,
მკერდმოქარგული კახეთის გული,
ათას იდუმალ ოცნებას მალავს.

ჩაფიქრებული ჭადარი ბრძენი,
ალაზანზე კი ტალღები ღელავს,
სულხანიშვილი ჰანგების მუზას,
ძველი თელავის აწმყოში ხედავს.

სასახლის კარზე ხმატკბილი მგოსნის -
ბესიკის ფიქრებს ყორანი სერავს,
ნადიკვარზე კი მოუწყენია
რჩეულიშვილის მკერდთეთრა მერანს.

ვახვახიშვილის ციხე-კოშკებთან,
ყემოღერილი ვარდები ღელავს,
ახვლედიანი ჯადოსნურ ფუნჯით.
ქუჩებს უქარგავს მშობლიურ თელავს.

Tuesday, August 9, 2022

ზაირა არსენიშვილი


 

ზაირა არსენიშვილი - მწერალი რომელიც ბოლო წლების ლიტერატურულ აღმოჩენად იქცა. დაიბადა 1930 წლის 30 ნოემბერს ქალაქ თელავში. მშობლიური სახლი და ქალაქი ზაირა არსენიშვილისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო და თავისი შემოქმედებით მან თელავი ქართულ ლიტერატურულ რუკაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილადაც მონიშნა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ , „აურზაური სალხინეთში“ , „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ , ერლომ ახვლედიანთან ერთად — სსრკ სახელმწიფო პრემია), „დღეს ღამე უთენებია“ საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“), „ორომტრიალი“ , „ვალსი პეჩორაზე“.
 

ზაირა არსენიშვილის ეპოქალური რომანი “ვა, სოფელო…”, რომელიც პირველად 2003 წელს გამოიცა, მკითხველის ფართო წრეებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა კი, წიგნი კრიტიკოსებმა მოიწონეს, მწერალი კი ფემინისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენლად მიიჩნიეს.  რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს…

    რომანში “ვა, სოფელო” ბევრი რამაა მომნუსხველი, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთია ქალებს შორის უბადლო მეგობრობის, მხარდაჭერისა და ურთიერთგაგების შთამაგონებელი ეპიზოდებია, რაზეც რატომღაც იშვიათად საუბრობენ ხოლმე: 

  "ოჰოჰო, როგორ დასცინოდა [მაკა] ყველასა და ყველაფერს: თავის თავსაც, ყოფილ საქმროებსაც, სიბერესაცა და სიკვდილსაცა, რომელსაც თავის უკანასკნელსა და ყველაზე ერთგულ საქმროს უწოდებდა: "აი, ვინ არ გიღალატებს, ევავ, აი, ვინ იქნება შენი ერთგული საუკონოდა და სამარადჟამოდ. ჰოდა, მე თუ სამოთხეში მიკრეს თავი, როგორც უმანკო ქალწულსა, იცოდე, არ შეშინდე, გამოვიპარები და შენთან მოვალ ჯოჯოხეთში, დავსხდებით ცეცხლთან და მივეფიცხებით მუგუზლებს", — ვკითხულობთ წიგნში.


ზაირა არსენიშვილის კიდევ ერთი რომანია რომანია ,,რეკვიემი  ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ .


ზაირა არსენიშვილს ეკუთვნის მოთხროვბათა კრებული  ,,კენჭები", როელმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.  თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.


„კოლაჟი მთვარის შუქზე“ მწერლის მესამე რომანია. წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე. რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის... უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა.  


ზაირა არსენიშვილი 2015 წლის 9 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ თელავში. 


ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...