Tuesday, February 16, 2021

გაიცანით კახეთის ,, ქალთა ოთახების" მენეჯერები




 
    „ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია: გაზარდოს/წაახალისოს ქალების და კაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში; და მიაწოდოს მათ დამატებითი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.
           კახეთის რეგიონში  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში   ფუნქციონირებს  ცხრა ,,ქალთა ოთახი". ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით, სივრცით  სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად  და საკონსულტაციო სერვისით. 

თელავის მუნიციპალიტეტი

ნელი აბეჩხრიშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის მენეჯერი". 
დაიბადა 1992 წელს ქალაქ თელავში. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით.              
2018 წლიდან დღემდე  დანიშნულია  თელავის მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირად. ამავე წლიდან არის   გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2014 – 2017 წლებში მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამეურნეო საგეგმო – სახაზინო განყოფილების  წამყვან სპეციალისტად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში. 
2014 წლის მარტიდან 2014 წლის მაისამდე მონაწილეობდა საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია ,,AIESEC''-ის გაცვლით პროგრამაში, პოლონეთში.  ქ. ვარშავაში. 
2021 წლის თებერვალში საქართველოში არსებული ,,ქალთა ოთახების,, გაერთიანებულ შეხვედრაზე აირჩიეს ,,ქალთა ოთახების" კახეთის რეგიონალურ წარმომადგენლად. ფიქრობს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მჭიდრო   მუნიციპალურ თანამშრომლობას.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ელზა პაპოშვილი - დაიბადა 1983 წელს.  2002-2005 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.    
2015 წლიდან გურჯაანის 4 მუნიციპალიტეტის მერიაში 55 დანიშნულია გამგებლის თანაშემწედ   გენდერული თანასწორობის საკითხებში
ასევე  არის შშმ პირთა პრობლემებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე. 0 
2018 წლიდან დანიშნულია მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ  პირად,   არის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი და გურჯაანის ,,ქალთა ოთახის“ წარმომადგენელი.    მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით ჩატარებული აქვს კოლეგებთან ერთად  უამრავი საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები სხვა და სხვა სამიზნე ჯგუფებთან.  2012 წლიდან ჩამოაყალიბა და დღემდე ხელმძღვანელობს ქართული  ხალხური ცეკვების შემსწავლელ სტუდიას. მისი მთავარი ამოცანაა, ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობა.


იზოლდა თერგიაშვილი - დაიბადა 1962 წელს.  1985 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის 4 მოსამზადებელ განყოფილებაზე, ხოლო 1986 წელს  ამავე ფაკულტეტის პირველ კურსზე . 1991 წელს დაამთავრა  სამედიცინო ინსტიტუტი  და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ექიმ-სტომატოლოგად.  2004 წლიდან  მუშაობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე. 2018 წლიდან დღემდე არის  უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში და წარმოადგენს გურჯაანის ,,ქალთა ოთახს".  ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია  სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების გატარება, და მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დამკვიდრება.



ახმეტის მუნიციპალიტეტი

ბელა მარუქაშვილი - 1990-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობა - გერმანისტი. 44444 1996- 2009 წლებში 55 მუშაობდა   დირექტორის მოადგილედ და გერმანული ენის მასწავლებლად ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში.
2009-2013 წლებში  ხელმძღვანელობდა  ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.  
 2010-2014 წლებში იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.  2013-2014 წლებში    იყო საკრებულოს ფრაქცია ,, ახმეტის მომავლისთვის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერის საკითხებში.    2014     წელს მუშაობდა    ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველად გენდერის საკითხებში.  2015  წლიდან დღემდე  არის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი გენდერის საკითხებში.   2017 წლიდან    პარალელურად გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.   2018 წლიდან  ,,ქალთა ოთახის" მენეჯერი.   2013-2014 წლებში გაიარა ზურაბ ჟვანიას სახელობის ლიდერთა სკოლის სრული კურსი. მისი მიზანია  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა/ცნობიერების ამაღლება, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომკური ხელშეწყობაგადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და კაცთა თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი


  თამთა ზაქარიაშვილი -დაიბადა 1985 წელს.  2002-2004   წლებში სწავლობდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის   სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის ფილიალში.       სპეციალობა- ფინანსები და საბანკო საქმე.                         2003-2006 წლებში მუშაობდა  ქ. სინაღში არსებულ შშმ   პირთათვის განკუთვნილ სათემო ორგანიზაციაში          ,,ქედელი“.   
    2019 წლიდან  დღემდე მუშაობს ქალაქ  სიღნაღის     მერიაში მერის თანაშემწედ გენდერული თანასწორობის   საკითხებში, ასევე არის მერიასთან არსებული ,, ქალთა   ოთახის’’ მენეჯერი. მისი ამჟამინდელი   პოზიცია  გენდერული თანასწორობის მიღწევის   ხელშეწყობას   ემსახურება და თვლის, რომ ეს საკითხი ერთ-ერთ   მნიშვნელოვან გამოწვევაა დღევანდელი საზოგადოებისთვის.


ყვარლის მუნიციპალიტეტი

ლია  რუსიაშვილი -  დაიბადა  1978  წელს.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის . 2012 წლიდან  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი  და ,, ქალთა ოთახის ‘’ მენეჯერი.  2020 წლის სექტემბრიდან არის ყვარლის მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფლებების და მხარდაჭერის განყოფილების  სოციალური მუშაკი.  ფიქრობს, რომ მისთვის მთავარი გამოწვევაა, მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. 


საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

თამარ ურდულაშვილი - დაიბადა 1968 წელს. 1992 წელს  დაამთავრა თბილისის სულხან–საბა ორბელიანის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკის სპეციალობით. 1992 წელს მუშაობდა  საგარეჯოს რკინიგზის #19 არასრულ საშუალო სკოლაში ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებლად,1995 წელს–ნინოწმინდის საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში და ფიზიკის მასწავლებლად. 2005 წელს დაინიშნა  საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის დირექტორად და ფიზიკის მასწავლებლად. 2007 წელს აირჩიეს საგარეჯოს #2 საჯარო სკოლის დირექტორად და ფიზიკის მასწავლებლად. 2012 წელს  დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად გენდერული თაბასწორობის საკითხებში.  2018 წლის 14 მაისს დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირად–მრჩევლად და „ქალთა ოთახის“ მენეჯერად . რედაქტორობდა გაზეთს “ხვალინდელ დღე“. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „შენს სიყვარულად ვიყავ მოსული“  .  2005 წელს ი.გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოებამ მიანიჭა  რესპუბლიკის წლის საუკეთესო ფიზიკოსის წოდება თემებისთვის: “ჭიანჭველების მუშაობა და მექანიკური მუშაობა“, “ი.გოგებაშვილის ცისარტყელას ფერები და ნიუტონის სპექტრი“. 2008 წელს გაიმარჯვა რეგიონულ კონფერენციაში,თემა:“ფერისა და ბგერის როლი ადამიანის ცხოვრებაში“ 2018 წელს ი.გოგებაშვილის საზოგადოებამ დააჯილდოვა მასწავლებლის ელიტარული ჯილდოთი-ი.გოგებაშვილის მედლით.  ფიქრობს, რომ მისი პოზიცია გამოიყენოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობისთვისხელი შეუწყოს ქალთა ეკომონიკურ გაძლიერებას, ასევე გოგონების რეალიზებას, რაც განაპირობებს ქალის წარმატებულ ყოფას, ჩაგვრის აღმოფხვრას, ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას, კარგ განათლებას, კარიერას და  ჯანსაღი ოჯახების შექმნას



მაკა ეპიტაშვილი - დაიბადა 1984 წელს.   2002-2007 წლებში სწავლობდა  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში   იურდიულ ფაკულტეტზე.  
ფლობს აზერბაიჯანულ და თურქულ ენებს, 2007 წლიდან მუშაობს აზერბაიჯანული ენის თარჯიმნად.  2009 წლიდან  მუშაობს  საგარეჯოს სოფ. იორმუღანლოს  საჯარო სკოლაში  და პარალელურად  2019 წლიდან  დანიშნულია  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს ,,ქალთა ოთახის" მენეჯერად. ფიქრობს, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და  ადრეული ქორწინების პრაქტიკის პრევენცია, ამ ეტაპზე  მისთვის მთავარი გამოწვევაა.


 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი


ეკა ზურაბაშვილი -  დაიბადა 1985 წელს. 2002-2006 წწ სწავლობდა  - ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტშიი ,,თბილისი“  ეკოლოგიის ფაკულტეტზე. 2002-2003წლებში  მუშაობდა საჯარო სკოლაში ლაბორანტად. 2007-2009  წლებში მუშაობდა  არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ინტელიგენტ ქალთა ორგანიზაცია”. 2009 -2011 წლებში  მუშაობდა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი  ბიბლიოთეკარი პოზიციაზე. 2009-2014  წლებში სპეციალისტად მუშაობდა  ააიპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.             2014 -2018 წლებში სპეციალისტად მუშაობდა  - ააიპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში“. 2018 წლიდან -დღემდე  დანიშნულია  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის“ მენეჯერად  და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ  პირად; ამავე წლიდან არის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.  2015 წლიდან -დღემდე   არის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი .

დედოფლიდწყაროს მუნიციპალიტეტი


ნინი გომელაური -
 დედოფლისწყაროს ,,ქალთა ოთახის" მენეჯერი. დაიბადა1992 წელს. დაამთავრა  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საბანკო საფინანსო ფაკულტეტი. 
სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ბანკში. 
2019 წლიდან დანიშნეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირად და დედოფლისწყაროს ,,ქალთა ოთახის" მენეჯერად. ნინი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, რადგან ისინი კვლავ განიცდიან უთანასწორო მოპყრობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.


 

No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...