ოზურგეთელი
მედიკოსი,
80 წლის
კლარა
თავართქილაძე
ცნობილი
პირველი
ბაზიერი
ქალი
და
ბაზიერობაში
საქართველოს
ხუთგზის
ჩემპიონია.
ქალბატონი კლარა ყველასთვის საყვარელი ოზურგეთელია, მის ანგარიშზე
არაერთი
გადარჩენილი
სიცოცხლეა.
გამორჩეულია
თავისი
პროფესიონალიზმითა
და
პასუხისმგებლობით. მას სამედიცინო სფეროში 57 წლიანი გამოცდილება აქვს.
გარდა ამისა, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ქალისთვის უცნაური გატაცების გამოც მოექცა, ის არის საუკეთესო შედეგების მქონე, პირველი ქალი ბაზიერი, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად გასულ წლებში, ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა ამ საქმიანობით და ისინი ქუჩური მენტალობისა და დანაშაულში ჩათრევისგან გადაარჩინა.
კლარა თავართქილაძე ბაზიერობით 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა პირველად გაჰყვა თავის ძმებს ფრინველებთან სანადიროდ და 1972 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
არის„ოზურგეთის საპატიო ბაზიერის“ ტიტულის მფლობელი.
No comments:
Post a Comment