Wednesday, March 10, 2021

მაია ციპლუგინა სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი

 

მაია ციპლუგინა სარეაბილიტაციო ცენტრის  ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“  ხელმძღვანელი


2007 წელს საქართველოში დაიწყო რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში.ჩამოყალიბდა მეურვეობა/მზრუნველობის დეპარტამენტი.  გაიარა   ხანგრძლივი გადამზადება და იყო პირველი სოციალური მუშაკი.  

დაიწყო ბავშვთა სახლების დეინტიტუციონალიზაციაგანახორციელა პროექტი  სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან    წამოიყვანა 25 ვაჟი და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა დაბა ახალდაბაში  ოჯახებში, სადაც შეასწავლიდნენ მიმღები მშობლები ავეჯის დამზადებას.  პროექტმა ძალიან წარმატებით იმუშავა, დღეს თითქმის ყველა მათგანი ვინც გავიდა სახელმწიფო მზრუნველობიდან მუშაობენ  უკვე თავიანთ რაიონებში ავეჯის დამზადებაზე.

ასევე ჩატარებული აქვს ორი კვლევა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონე (რაოდენობრივი კვლევა). მეორე - პედაგოგების, პოლიციელების და მანდატურების შეხედულება ძალადობის შესახებ  ბორჯომის მუნიციპალიტეტში  (თვისობრივი კვლევა).  განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობდა და  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში  განახორციელე ორწლიანი  პროექტი  პროფესიული ორიენტაცია და  კარიერ დაგეგმვა. საოცარი ინტერესი გამოიჩინეს ბავშვებმა, როგორც ქალაქის ასევე სოფლში მცხოვრებმა მოსწავლეებმა.

2017 წელს ჩამოაყალიბა ()იპ  ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა. ორგანიზაციაში დასაქმებულია 13 გადამზადებული  ბავშვის განვითარების სპეციალისტი.  ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი, რეაბილიტოლოგი, სოციალური მუშაკი, მასაჟსტი, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს.  ორგანიზაციის მომავალი განვითარებისათვის ბევრი გეგმები აქვს. ყველა ახალ საქმეს იწყებ კვლევით  და მხოლოდ ამის შემდეგ იკვეთება  სერვისის საჭიროება.

    პანდემიის პერიოდში სარეაბილიტაციო ცენტრს ,,ხედვა ზრუნვა მხარდაჭერაარ შეუწყვეტია ფუნქციონირება. ჰიბრიდული მეთოდით, როგორც კონტაქტურად ასევე დისტანციურად  ვემსახურებით ბავშვებს

,,გამოწვევები და საჭიროებები წინ ბევრია, მთავარია შევძლოთ და გვქონდეს საკმარისი განათლება და კვალიფიკაცია რომ ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე - ამბობს ქალბატონი მაია.

No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...