Friday, August 19, 2022

დარეჯან ჭანკოტაძე

 

დარეჯან ჭანკოტაძე -   ლიტერატორი (პედაგოგი). მრავალი ლექსის, პიესის, სცენარისა და ნარკვევის ავტორი,  2016 წელს  ქ. თელავის საპატიო მოქალაქე  .  

დაიბადა 1938 წლის 30 ოქტომბერს ქ. თელავში. 1967 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. 

წლების განმავლობაში მუშაობდა  თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და თელავის რაიონის კულტურის სახლის დირექტორად.

1989 წელს სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა აირჩია თელავის N1 საშუალო სკოლის დირექტორად. 15 წელი  მუხლჩაუხრელად ემსახურა  სკოლას.  მისი დირექტორობის პერიოდში სკოლამ მიიღო იუნესკოს ასოცირებული წევრის   საუნივერსიტეტო სკოლის სტატუსი. სკოლამ დაიკავს საქართველოს სკოლების ათეულში მეექვსე ადგილი; მიენიჭა მეფე ერეკლეს სახელი, გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის კლასი და საბავშვო თეატრი. 

დ. ჭანკოტაძის დირექტორობის პერიოდში გაცვლითი სასწავლოს პროგრამით წელიწადში ერთხელ სკოლის 2-3 მოსწავლე  იგზავნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.  დარეჯან ჭანკოტაძემ სკოლას მიუძღვნა წიგნი ,,ერის საგანძური“. 

 თელავზე უზომოდ შეყვარებულმა ძმასთან ერთად დაწერა  წიგნი ,,ნოსტალგია“.  წიგნში მოცემულია დარეჯან ჭანკოტაძის ლექსები და ვახტანგ ჭანკოტაძის მოთხრობები.

იგი ეძღვნება კახეთს, ქალაქ თელავს და თელაველებს, თუმცა მხატვრული ღირებულებებით საინტერესო და მიმზიდველი იქნება სრულიად საქართველოს წიგნის მოყვარულთათვის.

 

მეფის ქალაქი

გომბორის ქედზე  მკვიდრად შეფენილს,
მზის სხივი ადგას ერეკლეს ქალაქს,
მკერდმოქარგული კახეთის გული,
ათას იდუმალ ოცნებას მალავს.

ჩაფიქრებული ჭადარი ბრძენი,
ალაზანზე კი ტალღები ღელავს,
სულხანიშვილი ჰანგების მუზას,
ძველი თელავის აწმყოში ხედავს.

სასახლის კარზე ხმატკბილი მგოსნის -
ბესიკის ფიქრებს ყორანი სერავს,
ნადიკვარზე კი მოუწყენია
რჩეულიშვილის მკერდთეთრა მერანს.

ვახვახიშვილის ციხე-კოშკებთან,
ყემოღერილი ვარდები ღელავს,
ახვლედიანი ჯადოსნურ ფუნჯით.
ქუჩებს უქარგავს მშობლიურ თელავს.

No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...