Monday, March 1, 2021

წარმატებული მეწარმე ქალი აჭარიდან

ნინო გაბრიაძე დაიბადა, ქალაქ გორში. პროფესიით, ეკონომისტი. ყავს მეუღლე და ორი შვილი. 2005 წელს დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა აჭარაში, კერძოდ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში. ამჟამად არის ფერმერი-მეწარმე.  აქვს გაშენებული კენკროვნების პლანტაცია. ღნიშნული მეურნეობა დაიწყო  სახელმწიფო გრანტი. ასევე ენპარდის (UNDP) გრანტით მოაწყო მცირე საწარმო, სადაც აწარმოებს ხილის ჩირებს, ხილის ჩიფსებს და ჩურჩხელებს.

ამ საქმიანობამდე სანამ მივიდოდა, გაიარა სხვადასხვა ტრენინგი. თავდაპირველად მოხვდა ხელვაჩაურის „ქალთა ოთახში“ აქედან დაიწყო  მისი წარმატების ისტორია, შემდეგ აირჩიეს „ამაგ-ახალშენის“ თავჯდომარედ (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება).

ამის შემდეგ, გახდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი, სადაც მიიღო მონაწილეობა „ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების პროექტში“, გაიარა ტრენინგები „ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში“.



ნინომ მიიღო მონაწილეობა საგრანტო პროექტში, სადაც ფონდი „ტასოდან“ მოიგო გრანტი, კენკროვნების პლანტაციის შემოსაღობად. ამ პროექტის პარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წყალობით, აქვს ბრენდი და ლოგო ,,ნინოს მშრალი ხილი".


No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...