ლელა ჯავახიშვილი დაიბადა 1984 წლის 23 მარტს ქალაქ თელავში.
ლელა ტიტულოვანი დიდოსტატია, მედლები მრავლად აქვს მოხვეჭილი როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ისე 18-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე თანატოლთა შორის.
ლელა ჯავახიშვილი: ,,ჭადრაკში მეცადინეობა ექვსი წლისამ დავიწყე გოგი ელიოზიშვილთან, 10 წლისა პირველად ჩამოვედი თბილისში საქართველოს პირველობაზე საასპარეზოდ და 64-უჯრიან დაფას დღემდე შემოვრჩი. კარგი მწვრთნელები მყავდა. ალბათ, ამიტომაც ქალთა ეროვნული ჩემპიონატი პირველად 2001-ში 16 წლისამ მოვიგე"- (წყარო sportall.ge)
2003 წელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატ ქალთა შორის, ხოლო 2004 წელს კი საერთაშორისო დიდოსტატ ვაჟთა შორის.
2006 წელს გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, 2011 წელს კი ევროპის გუნდური პირველობისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი.
2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი და 2010 წლის კი ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი 2003-2004-2005 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 2002-2009 წელს.
მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი;
მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;
მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011, პორტო-კარასი, საბერძნეთი;
მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი;
მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი, ისლანდია;
პირველი ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი;
მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი;
მესამე ადგილი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი,
რუსეთი;
2015 წელს მიენიჭა თელავის საპატიო მოქალაქის წოდება და ამავე წლიდან ტარდება “ლელა ჯავახიშვილის და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი“.
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინაჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებთან ერთად
2019 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი
No comments:
Post a Comment