Tuesday, March 9, 2021

ლალი სამსონიძე- მელიქიძე

 


ლალი‌ ‌სამსონიძე-მელიქიძე‌ ‌შპს‌ ‌„ეს‌ ‌ელ‌ ‌კომპანი“‌ ‌დამფუძნებელი‌ ‌და‌ ‌ აღმასრულებელი დირექტორი. 

‌ დავიბადე 1975 წელს ქალაქ ახალციხეში, სადაც გავიზარდე ‌ დავამთავრე ახალციხის პირველი საშუალო სკოლა და ამ ქალაქშივე ‌ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში ‌ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

გავიზარდე ოჯახში სადაც არცერთი წევრი ‌საქმეს არასდროს არიდებდა თავს და შრომისმოყვარეობა ალბათ ‌ბავშვობიდანვე ამიტომ მომყვება, მოზარდობის‌ ‌ასაკში ყოველთვის ‌მინდოდა ჩემი ფული მქონოდა და საკუთარ კაფეზეც ვოცნებობდი. ჩემი ‌პირველი ნაბიჯები ბიზნესში ალბათ ჯერ კიდევ 1999-2000 წელს ‌უკავშირდება როდესაც პირველად გამოვაცხვე ეკლერი და ჩემი მეუღლის‌ ‌მშობლების მაღაზიაში ჩავაბარე გასაყიდად, საღამოს კი მეუღლის მამამ ‌გაყიდული ეკლერების თანხა მომცა და პირველად ვიგრძენი ‌ცხოვრებაში, რომ შემეძლო ჩემი ნახელავით დიდი მიზნების მიღწევა. ‌ეკლერების ცხობას თანდათან ვუმატებდი და საკუთარი ფულის ‌ოდენობაც იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით გავიგე რომ ამ ეკლერებს ‌სწორედაც რომ ჩემი მამამთილი ყიდულობდა და ბავშვებს ურიგებდა, ‌მიუხედავად ამისა საქმიანობის მიმართ იმხელა სტიმული გამიჩნდა, რომ ‌მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, მაღაზიას სათავეში ჩავუდექი, ‌2001‌ ‌წელს გავხდი ინდ.მეწარმე და პატარა მაღაზია ოჯახის მთავარი ‌შემოსავლის წყარო გავხადე, წლების შემდეგ ეს მაღაზია დაიხურა ‌ვფიქრობდი რომ წარმოება მეტად უფრო საინტერესო პროცესი იყო ‌ვიდრე მზა სურსათის გაყიდვა და შესაბამისად ბავშვობის ოცნებაც ‌ავიხდინე 2008 წელს იჯარით ავიღე ფართი სადაც ჩემი პირველი კაფე ‌და დღევანდელი დიდი‌ ‌საქმის პატარა საძირკველი შეიქმნა, იქიდან ‌გამომდინარე რომ ცხოვრებაში იდეალისტი და მაქსიმალისტი ვარ, ‌ყველანაირად ვცდილობდი ჩემს კაფეში უმაღლესი სტანდარტი და ‌უგემრიელესი კერძები ყოფილიყო, შედეგად სახელი მალევე გავითქვით ‌და პიცის საჭმელად მთელი ქალაქი ჩვენი სტუმარი გახდა, კაფესთან ‌


ერთად არ მავიწყდებოდა ჩემი გამომცხვარი პირველი ეკლერები და ‌ვფიქრობდი რომ საკონდიტრო ხაზის შექმნა არ უნდა ყოფილიყო ურიგო, ‌2013‌ ‌წლის 18 თებერვალს კვლავაც იჯარით აღებულ 10-12 ‌კვადრატული მეტრის ზომის კომერციულ ფართში, ჩემ კაფეში ‌დამზადებული ნამცხვრების გაყიდვა დავიწყე, ნამცხვრებმა მალევე ‌მოიპოვა პოპულარობა რადგან იმ დროისთვის‌ ‌ლოკალურ ბაზარზე ‌მხოლოდ სახლში დამზადებული ტკბილეული არსებობდა, ნამცხვრის ‌ბიზნესმა მალევე მიმახვედრა გაფართოების საჭიროებაში და 2015 წელს ‌200‌ ‌კვადრატული მეტრის ოდენობის კომერციული ფართი შევიძინე ‌სადაც დავაარსე პირველი ნამცხვრის სახლი და მუშაობას შევუდექი, ‌კომპანიის სლოგანად ‌„ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და კმაყოფილი ‌მომხმარებელია“‌ ავირჩიე და მიზნად პირველობა დავისახე, ვცდილობ ‌ნამცხვრისა და პიცის სახლი იყოს ის ადგილი სადაც ხარისხი ფასზე ‌მაღალია. ‌

ამჟამად კომპანია მოიცავს 450კვ.მტ კომერციულ ფართს სრულად ‌თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული უახლესი სამზარეულო და ‌საკონდიტრო ტექნოლოგიებით, სადაც დასაქმებულია 55 ქალბატონი. ‌საქმეს ოჯახური ბიზნესის სახე აქვს სადაც ჩემი მეუღლე განკარგავს ‌ლოჯისტიკურ საქმიანობას, ჩემი შვილები კი შესაბამისად დასაქმებული ‌არიან მარკეტინგის და ფინანსების სფეროში. კომპანია აქტუალურადაა ‌ჩართული ქველმოქმედებაში და ფონდის ‌„‌ ერთად შევძლებთ“‌ აქტიური ‌წევრი და კონტრიბუტორია. შუამავალი კომპანიების დახმარებით ‌აქტიურად ვესწრებით გამოფენებს ევროპასა და თურქეთში, ‌ყოველწლიურად ვიღებთ მასტერკლასებს ავსტრიაში, არაერთხელ ‌მოვიწვიეთ იტალიელი შეფ-კონდიტერები უშუალოდ საწარმოში ‌მასტერკლასების ჩასატარებლად. ჩვენი პროდუქტი სრულიად ევროპულ ‌ნედლეულზე მზადდება და გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს. ‌


კომპანიის სამომავლო გეგმებში მოვიაზრებ საკონდიტრო ქარხნის ‌მშენებლობას სადაც მინიმუმ 90 თანამშრომელს დავასაქმებთ და 10 ‌წლის მანძილზე ვფიქრობ მოხუცთა თავშესაფარის დაარსებას ‌ახალციხეში რომელიც მთლიანად დაფინანსდება ჩემი კომპანიის ‌დახმარებით. ვფიქრობ ცხოვრებაში მიუღწევადი არაფერი არ არსებობს, ‌მთავარია არსებობდეს მიზანი, არსებობდეს მონდომება, სწრაფვა და ‌სამოქმედო გეგმა რის მიხედვითაც ოცნებების რეალობად ქცევა არცთუ ‌ისე შეუძლებელია. ‌

2018‌ ‌წლიდან გავხდი მეწარმე ქალთა საბჭოს წევრი, რომელიც დააფუძნა ‌ქალბატონმა ნათია მეფარიშვილმა. საბჭოს წევრობა ჩემთვის დიდი ‌პატივია.‌

No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...