Wednesday, March 3, 2021

მეყვავილე სტარტაპერი ქალი ხულოდან

 მე ვარ მაია სურმანიძე, 40 წლის. ვცხოვრობ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილიოთხი წლის წინ გამიჩნდა იდეა  ვარდის ბაღი გამეშენებინა, რადგან თავიდანვე ვიყავი ყვავილების სილამაზით შეპყრობილი.  სიყვარულმა ნელა-ნელა იმატა და ბოლოს გადავწყვიტე გამეშენებინა ვარდი , გამეზარდა ბიზნესი და დამეწყო ცვლილებები ჩემი თემის ირგვლივთავდაპირველად, საზოგადოებამ არადამაჯერებლად მიიღო ეს იდეა, რადგან  წაბლანა მაღალმთიანი სოფელია, ამიტომ წარმოუდგენელად ეჩვენებოდათ თუ შეეგუებოდა ჰოლანდიური  ვარდის ჯიში ჩვენს კლიმატს.

 
   
მიუხედავად საზოგადოების დამოკიდებულებისა, ჩემი იდეა მაინც განვახორციელე და დავრგე 150 ძირი ბლექმეჯიკი ჰოლანდიური ჯიშის ვარდი. ამ საქმიანობის შედეგად მიღებულმა ცოდნამ, გამოცდილებამ და იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ვარდი ჩვენს კლიმატს არაჩვეულებრივად შეეგუა, მომცა საშუალება, რომ  ეს საქმიანობა გამეფართოებინა.ამჟამად  მაქვს 2200 ძირი წითელი ბლექმეჯიკი, 800  ფერადი ჯიშის ვარდი, რომლებიც საკუთარი ფინანსებით შევიძინე. ჩემი ცვლილებები საზოგადოებასაც არ გამოპარვია და გარკვეული აღიარებაც მომიტანა.  პატარა ვარდის ბაღში საქმიანობა ძალიან მაბედნიერებსაღნიშნულ ვარდების ბაღში  დასაქმებული მყავს სეზონურად  2 ადგილობრივი ქალი. ვარდი ყვავილობას იწყებას 25 მაისიდან და გრძელდება 15 ნოემბრამდე. 

 ჩემს სამომავლო გეგმებში შედის, რომ უახლოეს მომავლში გავაფართოვო მეურნეობა და  დავასაქმო ადგილობრივი მოსახლეობა. ასე ნელა ნელა გაჩნდება სამუშაო ადგილები, სოფლები გადარჩება დაცლას. ამ პროცესებში კი ერთმანეთის დახმარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია


ქალებს მოვუწოდებ 
დაფიქრდნენრისი გაკეთებაა შესაძლებელი თავის სოფელში.   წამოიწყონ
სოფლის მეურნეობის ხაზით სოფლებში  ბიზნესი და გააშენონ ისეთი კულტურები როგორიცაა მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და ასე შემდეგ სხვა კულ ტურები. მინდა მოსახლეობამ ამ მიმართულებით აიმაღლოს ცნობიერება და დაინტერესდენ სოფლის პროდუქტების ფინანსურ სარგებლიანობაზე. ასე,   მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებით, ერთმანეთის გაძლიერებით და მხარდაჭერით გავაძლიერებთ  თემს,  მუნიციპალიტეტს და ბოლოს  ჩვენს ქვეყანას.

No comments:

Post a Comment

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...