დავიბადე 1964 წლის 15 იანვარს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგაში. 1980 წელს დავამთავრე სვირის საშუალო სკოლის სრული კურსი და ჩავირიცხე ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში საბუღალტრო სპეციალობაზე , რომელიც დავასრულე 1982 წელს.
1980 წელს შევქმენი ოჯახი, მყავს მეუღლე და ორი შვილი, ასევე 4 შვილიშვილი.
1991-96 წლებში ჩავაბარე და ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ახალციხის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე და დავასრულე 1996 წელს წარჩინებით მაგისტრთან
გათანაბრებული სტატუსით. ამჟამად ვსწავლობ კემბრინჯის საერთაშორისო კოლეჯში „მენეჯმენტი და
ადმინისტრირება“ (დისტანციურად).
1985 წლიდან ვმუშაობ რეგიონის განათლების სისტემის მმართველობით ორგანოებში
სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის და საშუალო სკოლის პედაგოგიური გამოცდილებით. პროფესიული
განათლების დაწესებულების ხელმძღვანელად ვმუშაობ 2006 წლიდან. დღემდე პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე მუდმივი
გამოწვევების, სიახლეების და მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განახორციელებაში ხელს მიწყობს სამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორ
ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან და დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. შესაბამისად
დღეს სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ მრავალდარგობრივია და ანხორციელებს ავტორიზებულ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებს. კოლეჯი ასევე არის არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული
მაშტაბური პროექტების. მინიჭებული აქვს ევროპული ხარისხის განვითარების EFQM სერთიფიკატი. ფლობს ინოვაციურ ტექნოლოგიების
ლაბორატორიას „ფაბლაბ ოპიზარი“. კოლეჯში წარმატებით ფუნქციონირებს
ინფორმაციული ტექნოლოგიების Ciscos საერთაშორისო
ამერიკული აკადემიის ფილიალი.
ჩემი, როგორც კოლეჯის დირექტორის მიერ ინერგებოდა, ინერგება და ხორციელდება თითქმის ყველა სიახლე საპილოტე რეჟიმში, რაც კოლეჯის გუნდს გვაძლევს საშუალებას ერთი ნაბიჯით წინ გავუსწროთ მოვლენებს და განვაზოგადოთ გამოცდილება. აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვაზიარებთ გამოცდილებას პარტნიორ კოლეჯებთან, რათა შევქმნათ ერთიანი სივრცე განვითარებისათვის. მოდულური, დუალური და ინტეგრირებული წსავლების პრინციპის დანერგვა ვფიქრობ ერთი ეტაპის დასასრულის დასაწყისია პროფესიულ განათლებაში და წინ გვაქვს ახალი სასიამოვნო გამოწვევა - ახალი პროფესიული კანონი, რომელიც პროფესიულ განათლებას, კერძოდ კი სასწავლებლებს მეტ შესაძლებლობას აძლევს მრავალმხრივი განვითარებისათვის. მე, როგორც კოლეჯის დირექტორი ხელს შევუწყობ განხორციელდეს დამსაქმებელზე ორიენტირებულ სხვადასხვა სახისა და ხანგრძლივობის პროგრამები, სხვადასხვა პროექტები , რომელიც ეფუძნება კოლეჯთან და დამსაქმებელთან მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე სამეწარმეო და სამომხმარებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობებს, რაც კოლეჯისათვის წინაპირობა იქნება მოიზიდოს საკუთარი სახსრები თითოეული სპეციალობის განვითარებისათვის, სიახლეების დანერგვისა და სტუდენტთათვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნისთვის. ვაცნობიერებ რა თითოეული დასანერგი და განსახორციელებელი აქტივობის მნიშვნელობას, ვფიქრობ უკვე არსებული/მიღებული გამოცდილება მე და ჩემს გუნდს დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში.
ჩემი პროფესიონალიზმი დამეხმარება საკმაოდ დიდი და რთული რეგიონის პირობებში
არსებულ ძალზედ მნიშვნელოვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი და მიმზიდველი გავხადო. მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში არსებობს სწავლებისათვის
უსაფრთხო, ინკლუზიური და ადაპტირებული გარემო, როგორც მოქმედ ხელმძღვანელს გამაჩნია
კოლეჯის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული მოკლე და გრძელვადიანი განვითარების
გეგმა, მათ შორის პრაქტიკული სწავლებისათვის
სახელოსნოების, სტუდენტთა საცხოვრებლის და მეცხოველეობის ფერმის მშენებლობის და სხვა.
ოპიზარში ამჟამად ფუნქციონირებს
20 პროფესიული საგანმანათლებლო (სადიპლომო) პროგრამა., მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების
7 პროგრამა. კოლეჯს აქვს 4 ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების სახელოსნო, რეგიონის შრომის
ბაზრისა და ჩატარებული კვლევების შესაბამისად დაგეგმილი ახალი პროფესიული პროგრამებისა
და მომზადება-გადამზადების პროგრამების ავტორიზაციის განხორციელება.
No comments:
Post a Comment